საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№05/29 -0107.

05.02.2024

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით  სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიების შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე  - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) პროფესორი ნუგზარ თოდუა;

გ) პროფესორი დავით ნარმანია;

დ) პროფესორი ლევან საბაური;

ე) პროფესორი თემურ შენგელია;

ვ) პროფესორი დემურ სიჭინავა;

ზ) პროფესორი ირაკლი კოვზანაძე;

თ) პროფესორი იოსებ ხელაშვილი;

ი) ასოცირებული პროფესორი ნატო კაკაშვილი - მდივანი.

2. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ეკონომიკის  მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:

ა) აკადემიკოსი, პროფესორი ავთანდილ სილაგაძე  - კომისიის თავმჯდომარე;

ბ) აკადემიკოსი, პროფესორი  ვლადიმერ პაპავა;

გ) პროფესორი მირიან ტუხაშვილი;

დ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;

ე) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე;

ვ)პროფესორი  იური ანანიაშვილი;

ზ) პროფესორი სიმონ გელაშვილი;

თ) პროფესორი რევაზ გველესიანი;

ი) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;

კ) ასოცირებული პროფესორი თამარ ლაზარიაშვილი - კომისიის მდივანი.

3. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით განხორციელდება 2024 წლის 22 თებერვალს, 10.00 საათიდან შემდეგ მისამართზე:

3.1. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა  (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, კორპუსი 10, ოთახი 513) ეკონომიკის მიმართულებით;

3.2 სამაგისტრო ნაშრომის დაცვა  (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, კორპუსი 10, ოთახი 609) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი    პროფესორი              გიორგი ღაღანიძე